საბა ხვადაგიანი
Aa
Aa

თავის გუნდში საუკეთესო იყო - ხვადაგიანის დებიუტი ისრაელში

ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში „ჰაპოელ ბეერ-შევამ’’ შინ „ნეთანია მაქაბი’’ 2:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში საბა ხვადაგიანმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლისას შეცდა, საერთო ჯამში თავი კარგად წარმოაჩინა. სტატისტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა „მაქაბიში’’ ყველაზე მაღალი შეფასება ხვადაგიანს დაუწერა - 7,2.

მან ვითარება 3-ჯერ განმუხტა, მეტოქის დარტყმისას ბურთი ერთხელ დაბლოკა, ბურთი 6-ჯერ ჩაჭრა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ერთხელ დაირღვა, საბას თამაშის წესი არ დაურღვევია.

მინდორზე 4-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 2-დან ორივე დუელში გამარჯვებული გამოვიდა.

74-დან 71 პასი ზუსტად შეასრულა. ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

14-გუნდიან ჩემპიონატში „ნეთანია მაქაბი’’ 24 ქულით მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში მეორეადგილოსან „თელ-ავივის მაქაბის’’ მიიღებს (19 თებერვალი, 22:00).

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას თბილისის „დინამომ'' ხვადაგიანი „ნეთანია მაქაბიში'' 350 000 ევროდ გაყიდა. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ებრაულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საბა ხვადაგიანს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი ბულგარეთთან 2021 წელს ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები