NBA: ბითაძის ბლოკი და ჩატენვა - ორლანდომ ჩიკაგო დაამარცხა
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 114:108 დაამარცხა.
გოგა ბითაძე თადარიგში იყო, თუმცა სათამაშო წუთები მიიღო და გამოიყენა კიდეც. გოგამ 14:19 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 ბლოკი იყო.
„ორლანდოს“ 36 ქულით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. კოულ ენტონის ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა, 11 მოხსნა.
„ჩიკაგოს“ მხრიდან საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც 26 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. დემარ დეროუზენმა კი 28 ქულა ჩააგდო.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 53 მატჩის შემდეგ, 29 მოგებითა და 24 მარცხით მე-7 ადგილზეა.
თავისი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელმაც „ბრუკლინთან“ 103:123 წააგო.
მამუკელაშვილმა 03:40 წუთი ითამაშა და 2 ქულის ჩაგდება შეძლო.
„სან ანტონიომ“ მიმდინარე სეზონი უკვე ჩააგდო. გრეგ პოპოვიჩის გუნდი უიმედოდ იმყოფება და 10 მოგებითა და 43 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.