დავით სხირტლაძე ქოჯაელისპორში ითამაშებს
თურქულმა „ქოჯაეილისპორმა“ თბილისის „დინამოს“ შემტევთან დავით სხირტლაძესთან კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაცია თურქული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
30 წლის სხირტლაძე ტურქეთის პირველი დივიზიონის გუნდში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში გადავიდა, ეს მას შემდეგ, რაც რაც გუნდი ბრაზილიელმა ფორვარდმა დუგლას ტანკემ დატოვა.
სხირტლაძე „ქოჯაელისპორში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. თურქულ კლუბში ასევე გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან.
სხირტლაძემ გასული სეზონი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაატარა. „დინამოს“ მაისურით 36 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.
„ქოჯაელისპორი“ თურქეთის სუპერ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. კლუბი ამჟამად 21 ტურის შემდეგ 42 ქულით სატურნირო ცხრილში 2-3 ადგილებს „გიოზტეპესთან“ იყოფს და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.