გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჟიგოს წითელი მიაღებინა, კარგი მომენტი ჰქონდა | მიქაუტაძის მეცმა მარსელთან ქულა აიღო

საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, ლიგა 1-ის 21-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ 7 თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ „სტად ველოდრომზე“ ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა. კვენტინ მერლინის გადაცემით ფარის მუბანამ ისარგებლა და „მარსელი“ წინ გაიყვანა. „მეცმა“ წონასწორობა მალევე აღადგინა. 61-ე წუთზე, თავური დარტყმით მასპინძელთა კარი მატიე იუდოლმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მარსელთან“ აღებული ქულის წყალობით, ლაშლო ბოლონის ბიჭების საშინელი სერია დასრულდა. „მეცს“ დღესაც რომ წაეგო, უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 8 მარცხი ექნებოდა და საკუთარ ანტირეკორდს გაიმეორებდა, მაგრამ მიქაუტაძემ და კომპანიამ ეს თავიდან აირიდეს.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. გიორგი აქტიური იყო და „მარსელის“ კაპიტანს, სამუელ ჟიგოს წითელი ბარათი მიაღებინა. მიქაუტაძეს გოლის გატანაც შეეძლო. 51-ე წუთზე, იგი მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ „მარსელის“ მეკარემ, პაუ ლოპესმა აჯობა.

ამრიგად, 21 ტურის შემდეგ, „მეცს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს გამართავს და „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდო ლიგა 2-ში ყველაზე უიღბლო გუნდია | ზურიკოს სანტიმეტრები 4-ჯერ დააკლდა
ბორდო ლიგა 2-ში ყველაზე უიღბლო გუნდია | ზურიკოს სანტიმეტრები 4-ჯერ დააკლდა