ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდო ლიგა 2-ში ყველაზე უიღბლო გუნდია | ზურიკოს სანტიმეტრები 4-ჯერ დააკლდა

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის ყველაზე უიღბლო გუნდი „ბორდოა“. ჟირონდელებმა კარის ძელს ან ხარიხას ბურთი 11-ჯერ გაარტყეს და ამ მხრივ, მათზე უარესი შედეგი არავის აქვს.

„ბორდოს“ რიგებში ყველაზე მეტჯერ სანტიმეტრები ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს დააკლდა. მიმდინარე სეზონში, ზურიკომ მეტოქის კარისკენ 42-ჯერ დაარტყა და ბურთი ძელს ან ხარიხას 4-ჯერ მოარტყა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში „ბორდოს“ 26 გოლი აქვს გატანილი, ზურიკომ კი თავი 2-ჯერ გამოიჩინა. ჟირონდელებმა მეტოქეთა კარისკენ საერთო ჯამში, ყველაზე მეტჯერ დაარტყეს, მაგრამ გოლის გასატანად საშუალოდ 27 დარტყმა სჭირდებათ, რაც ლიგა 2-ში მე-14 მაჩვენებელია.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს გამართავენ და „გრენობლს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში