გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

კანკავამ გაიტანა | სლოვანმა სტუმრად 4:0 მოიგო

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას „სლოვანი“ მეორე ადგილზე მყოფ „ჟილინას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა და სტუმრად მეტოქე 4:0 გაანადგურა.

„სლოვანმა“ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. სტუმართა მხრიდან თავი ტიგრან ბარსეგიანმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 36-ე წუთზე, ვლადიმირ ვაის უმცროსის ჯერი დადგა, რომელმაც „სლოვანის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა.

მატჩის 82-ე წუთზე, „ჟილინას“ კარი ჯაბა კანკავამ აიღო. ქართველმა ფეხბურთელმა ჟერსონ როდრიგესის გადაცემით ისარგებლა და ლამაზი გოლი შეაგდო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი როდრიგესმა დააფიქსირა და პენალტი გამოიყენა. კანკავამ და კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარეს.

ამრიგად, 19 ტურის შემდეგ, „სლოვანს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ბრატისლაველები ჟილინას 10 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი 18 თებერვალს, „მორავცე-ვრაბლეს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში
კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში