ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

კალაბრიასგან შორს | Sky Sport Italia კვარას პოზიციაზე მილანთან მატჩში

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Sky Sport Italia-მ „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრაზე დაწერა, რომელსაც „პარტენოპეი“ „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს. Sky Sport Italia-მ აქცენტი ვალტერ მაცარის ტაქტიკურ გეგმებზე გააკეთა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტი ეცდება, გამოსავალი იპოვოს, რათა ხვიჩა კვარაცხელიასგან მაქსიმუმი მიიღოს.

„მილანთან შეხვედრაში, მაცარი 3-მცველიან ტაქტიკას გამოიყენებს, რომლითაც სუპერ თასზე და რომასთან და ლაციოსთან გამართულ მატჩებში ითამაშა. ნაპოლის გასვლით შეხვედრებში ქულების აღება ესაჭიროება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩეს და მაცარის ერთ-ერთი დილემა ნახევარმცველთა რაოდენობას უკავშირდება. იტალიელმა სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს, 5 ნახევარმცველი დააყენოს თუ 4. ჟელინსკის საკითხი და პოლიტანოს კონდიციები ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ორი საკითხი, რომლებსაც მწვრთნელის არჩევანის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა მესამე საკითხის მსგავსად გადამწყვეტი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ქართველ ფეხბურთელს ვერონას წინააღმდეგ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც თავისთვის შედარებით უჩვეულო, ცენტრალური ზონიდან შექმნა. ვალტერ მაცარი აპირებს, მას სან სიროზეც იგივე დავალება მისცეს, რათა კვარას საკუთარი ტალანტის გამოსავლენად უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს და აღარ იყოს კალაბრიას მეურვეობის ქვეშ, რომელიც მას ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა. ალბათ, 3-5-1-1 ტაქტიკას ვიხილავთ. ბოლოს და ბოლოს, კვარა ჩემპიონთა ლიგის ღირსი ხომ ნამდვილადაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდის მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა