რიჩარდ კოკერილი: „გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“
ხვალ „ავჭალაზე“ ნიდერლანდებთან გასამართი მატჩი წინ ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომელიც დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.
მორაგბეებმა სტატიკური ფაზებიდან კომბინაციები გადაიმეორეს, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა კი შემადგენლობასა და მოლოდინებზე ისაუბრა:
„შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოგვიწია. გვქონდა ტრავმები, რის გამოც რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. არსებული კონტიგენტით კმაყოფილი ვარ და ველოდებით პირველ საშინაო შეხვედრას. გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. მეორე ტური
10 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 14:00
საქართველო – ნიდერლანდები
საქართველო
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
წყარო: rugby.ge