გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გუნდს ზაფხულში დატოვებს. მისი გადაბირებით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან და „ღამურების“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი გიორგის გასაშვებად მზადაა.

El Desmarque და Superdeporte აცხადებდნენ, რომ ლიმი „მამარდას“ სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვდა, დღეს კი El Gol Digital-მა გვაუწყა, რომ ქართველი მეკარის ფასმა მოიმატა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვს და თუ ეს თანხა მიიღო, გიორგი „ღამურების“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

„ბრწყინვალე თამაშის, საოცარი კონდიციების, მახასიათებლების, ხარისხისა და ასაკის წყალობით, გიორგი მამარდაშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეკარეა. ჩეს ხელმძღვანელები აპირებენ, ამ სიტუაციით ისარგებლონ და მის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა მოითხოვონ. მით უმეტეს, რომ ქართველმა ახლახან ოჩოტორენას რეკორდი დაამხო და ლა ლიგაში ზედიზედ 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვალენსია თანახმა იყო, მამარდაშვილი 20-25 მილიონად გაეყიდა, მაგრამ კლუბის მესვეურებთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ ღამურები მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მოითხოვენ და ამ თანხას ფეხს არ მოუცვლიან. ჩეს ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი გაისკა მენდიეტას გარიგებაა, რომელიც 2001 წელს, ვალენსიამ 48 მილიონ ევროდ გაყიდა და შესაძლებელია, მამარდაშვილის ტრანსფერმა ეს რეკორდი დაამხოს.

ქართველი მეკარის გადაბირება პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს სურთ და იგი ჩელსის, არსენალის, მანჩესტერ იუნაიტედისა და ნიუკასლის ინტერესის სფეროშია. მიგელ ანხელ კორონამ იცის, რომ ინგლისურ კლუბებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ და 50 მილიონი ევროს მოთხოვნას გააგრძელებს“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემჩენკო: სანიოლის დაცვითი ფეხბურთი არ მომწონს, უკრაინა ფავორიტია
დემჩენკო: სანიოლის დაცვითი ფეხბურთი არ მომწონს, უკრაინა ფავორიტია