ივან ჰაშეკი, ტომას სოუჩეკი
Aa
Aa

„თანაბარი ჯგუფია“ | რა თქვეს ჩეხებმა ერთა ლიგის წილისყრის შედეგებზე

2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგაზე საქართველო B1 ჯგუფში მოხვდა და „ჯვაროსნების“ მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი არიან. ჩეხეთის ნაკრების წარმომადგენლებმა წილისყრის შედეგებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდნენ.

„ვფიქრობ, რთული ჯგუფია, მაგრამ მეორე მხრივ, ერთა ლიგა პატარა ევროპული ტურნირია და არჩევანის საშუალება არ გვაქვს. ჩვენი ამბიცია ჯგუფის მოგება და A დივიზიონში ასვლა უნდა იყოს. ამჟამინდელი სათამაშო ფორმა ნამდვილად გადამწყვეტი იქნება და ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად დაგვეხმარება“, - განაცხადა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პიოტრ ფოუსეკმა.

„არ მინდა, გამოთვლები გავაკეთო. აშკარა ამოცანა გვაქვს და პირველ ადგილზე გასვლა გვინდა. დაბალანსებული ჯგუფია და სულერთია, ვინ ვის ხვდება. ყველა შეხვედრაში დიდი ბრძოლა იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის ნაკრების თავკაცმა, ივან ჰაშეკმა.

„წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ და თანაბარი ჯგუფია. უკრაინასთან და ალბანეთთან ახლახან ვითამაშეთ და მოტივაცია გვექნება, რათა მათთან წარმატებით ვიასპარეზოთ. საქართველოსთან თამაში რაღაც ახალი იქნება და მჯერა, მათ წინააღმდეგ მიზანს მივაღწევთ“, - თქვა ტომას სოუჩეკმა.

„თანაბარი ჯგუფია და გვინდა, პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. უკრაინას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და რთული მეტოქე იქნება, რომელიც ასევე დაწინაურებისთვის იბრძოლებს. ალბანეთს ორჯერ ვეთამაშეთ და ვიცით, მათ წინააღმდეგ ასპარეზობა რა არასასიამოვნოა. საქართველოს მაღალი დონის ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს და ქართველები ნამდვილად ეცდებიან, მაქსიმალურად კარგი შედეგი დააფიქსირონ“, - აღნიშნა ვაცლავ ჩერნიმ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

7 სექტემბერი, საქართველო - ჩეხეთი

10 სექტემბერი, ალბანეთი - საქართველო

11 ოქტომბერი, უკრაინა - საქართველო

14 ოქტომბერი, საქართველო - ალბანეთი

16 ნოემბერი, საქართველო - უკრაინა

19 ნოემბერი, ჩეხეთი - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრიბლინგებში იკარგება, კონკრეტულობა უნდა დაიბრუნოს - ცნობილი აგენტი კვარაზე
დრიბლინგებში იკარგება, კონკრეტულობა უნდა დაიბრუნოს - ცნობილი აგენტი კვარაზე