ხვიჩა კვარაცხელია, ოსკარ დამიანი
Aa
Aa

დრიბლინგებში იკარგება, კონკრეტულობა უნდა დაიბრუნოს - ცნობილი აგენტი კვარაზე

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ოსკარ დამიანიმ იტალიურ Gazzetta-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დამიანი კვარაცხელიას დიდ პოტენციალს აღიარებს და ამავდროულად მის თამაშს კრიტიკულად აფასებს.

„პოტენციურად გადამწყვეტი როლის შემსრულებელი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია შეტევა დაასრულოს ან თანაგუნდელს საგოლე მომენტი შეუქმნას. დღეს კვარაცხელია დრიბლინგებში იკარგება, მისი ქმედებები უფრო კონკრეტული უნდა იყოს, კონკრეტულობა უნდა დაიბრუნოს. მას ჯერ არ მიუღწევია იმ სიმწიფისთვის, რომ ყოველთვის გადამწყვეტი იყოს, მაგრამ ამის რესურსი აქვს, რადგან ძალიან ძლიერია. სპალეტისთან მუშაობისას ყველა ფეხბურთელი საუკეთესო თვისებებს ავლენდა, თუმცა თუ მაცარის ფორმაციის „ნაპოლი’’ გუნდური თვალსაზრისით პროგრესს აჩვენებს, კვარაცხელია კვლავ გამოავლენს საუკეთესო თვისებებს’’.

შეგახსენებთ, სერია ა-ს გასულ ტურში კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით „ნაპოლიმ'' „ჰელას ვერონა'' დაამარცხა. ამ მატჩში ხვიჩამ ფორვარდის უკან ითამაშა. მაცარი შემდეგ მატჩებში მის გამოყენებას ამ პოზიციაზე გეგმავს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 18 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. La Repubblica-ს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლი'' კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. „დე ლაურენტისი მზადაა, დააჯილდოოს კონტრაქტითა და ხელფასით, რომელსაც იმსახურებს“ - წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები