ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი ბარსას პასუხობს: ლა ლიგაში პრობლემები არ არის, მსაჯების ირგვლივ მხოლოდ დაძაბულობაა

„ბარსელონას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას სიტყვებს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა.

ლაპორტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლა ლიგაში მსაჯობის მხრივ სავალალო მდგომარეობაა და სიტუაცია ჩამოშლის პირას არის.

ლაპორტამ „რეალი“ „ალმერიას“ მატჩში დაფიქსირებულ სკანდალურ მომენტებზე ისაუბრა:

„ბარსა აანალიზებს საკითხს და აშკარად არის შემთხვევების მთელი სერია, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა მსაჯის გადაწყვეტილებებით ისარგებლეს. აქ ყველაფერი ძალიან აშკარა იყო“.

ხავიერ ტებასმა „ბარსელონას“ უპასუხა:

„ლა ლიგა არ არის დაზიანებული და ჩამოშლილი. არც ლაპორტა და არც ჩავი ასე არ ფიქრობენ. მსაჯობასთან დაკავშირებით უზარმაზარი და უპრეცედენტო დაძაბულობის პერიოდი გვაქვს.

როცა რეალისა და ბარსელონას გაზეთებში დაპირისპირების შესახებ კითხულობთ, ერთ მატჩზე ორი სრულიად განსხვავებული აზრი არსებობს. ძალიან ბევრი კამათი და დაძაბულობა გვაქვს და სწორედ ამიტომ ვაქცევ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას.

ასევე მართალია, რომ ნეგრეირას საქმე, რაც ყველაზე უარესია ესპანური ფეხბურთისთვის, ხელს უწყობს ამ დაძაბულობას. მაგრამ არა მგონია, რომ ბარსა ნამდვილად ფიქრობდეს, თითქოს ლა ლიგა ნამდვილად დანგრეულია. დაძაბულობა მაღალია და ეს მაწუხებს“,

- განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?