FIFA: უმაღლეს დონეზე ლურჯი ბარათების შემოღება მცდარი და ნაადრევია
8 თებერვალს ბრიტანულმა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო 9 თებერვალს, ფეხბურთში ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.
FIFA გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„ფიფას სურს ნათლად განმარტოს, რომ ფეხბურთში უმაღლეს დონეზე ეგრეთ წოდებული ლურჯი ბარათის შემოღების შესახებ ინფორმაცია არასწორი და ნაადრევია.
ნებისმიერი ასეთი ტესტირება, თუ განხორციელდება, უნდა შემოიფარგლოს პასუხისმგებელი ტესტირებით მხოლოდ ქვედა ლიგების დონეზე.
FIFA დაიცავს ამ პოზიციას 2 მარტს, IFAB-ის ყოველწლიურ გენერალურ კრებაზე, ზემოხსენებული საკითხის განხილვისას“,
- ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.
რა ცვლილებების მომტანი იქნება ლურჯი ბარათი?
რა მოხდება ლურჯი ბარათის ჩვენების შემდეგ? ფეხბურთელი მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯ ბარათს მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯთან კამათში დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავენ.
ასევე, ორი ლურჯი ბარათის მიღება ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება, ისევე როგორც ლურჯ ბარათს პლუს ყვითელი ბარათი.