სერგეი რებროვი
Aa
Aa

რებროვი: ალბანეთისა და ჩეხეთის ბევრი მატჩი ვნახე, საქართველოს ნაკლებად

8 თებერვალს, პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ვილი სანიოლის გუნდი B1 ჯგუფში ჩეხეთს, უკრაინას, ალბანეთს დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარები გაკეთა. ვილი სანიოლისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, პრესასთან უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, მე ერთა ლიგის წილისყრისგან არაფერს ველოდი, რადგან ახლა ჩვენ ველოდებით ევრო 2024-ის პლეი-ოფს. ამ მატჩების შემდეგ, ჩვენ ჯგუფში ყველა ახალი მეტოქის შესახებ ინფორმაციას შევაგროვებთ. ახლა მხოლოდ მარტის შეხვედრებისთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების მატჩები ბევრჯერ მაქვს ნანახი, საქართველოს ნაკლებად. ალბანელები ძლიერ ფეხბურთს აჩვენებენ და ევროზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს. ასევე ჩეხები, ასევე ქართველები, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება.

დიახ, ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ პლეი-ოფისთვის მომზადებაზე. მაგრამ ვფიქრობ, ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველა გუნდს აქვს მისი მეშვეობით ევროზე მოხვედრის შესაძლებლობა. ადრე ამხანაგური მატჩები იმართებოდა, ახლა კი თითოეული გუნდი უფრო მნიშვნელოვან მატჩებს ატარებს“.

- განაცხადა რებროვმა.

ერთა ლიგა 2024/25-ის შესახებ:

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი, 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?