კრიშტიანუ რონალდუ, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ტოპ 10 სპორტსმენი: რონალდუმ 2023 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა

კრიშტიანუ რონალდუ 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.

ჟურნალმა Sportico-მ 2023 წლის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის რეიტინგი შეადგინა. პირველი ადგილი რონალდუმ დაიკავა, რომელმაც 275 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (215 მილიონი ფეხბურთიდან და 60 მილიონი დოლარი სპონსორებისგან).

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1 - კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – 275 მილიონი (215+60)

2 - ჯონ რამი (გოლფი) – 203 მილიონი (181+22)

3 - ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 130 მილიონი (65+65)

4 - ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 125,7 მილიონი (45,7+80)

5 - კილიან მბაპე (ფეხბურთი) – 125 მილიონი (100+25)

6 - ნეიმარი (ფეხბურთი) – 121 მილიონი (86+35)

7 - სტეფ კარი (კალათბურთი) – 98,9 მილიონი (48,9+50)

8 - იანის ანტეტოკუნმპო (კალათბურთი) – 88,4 მილიონი (43,4+45)

9 - კევინ დურანტი (კალათბურთი) – 86,9 მილიონი (44,9+42)

10 - პატრიკ მაჰოუმსი (ამერიკული ფეხბურთი) – 84,3 მილიონი (59,3+25)

ტოპ 100-ში უმეტესად კალათბურთელები (40 კაცი) შედიოდნენ, შემდეგ მოდიან ფეხბურთელები (16) და ბეისბოლისტები (13). სიაში ასევე არიან ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენლები (11), გოლფის მოთამაშეები (10), მოკრივეები (6), სარბოლო მანქანების მძღოლები და ჩოგბურთელები (თითოეული 2).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს
ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო ლურჯი ბარათის შემოღებას მხარს დაუჭერს