ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დღეს პარიზში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონში აღზევდა, სადაც გაცილებით ძლიერი მეტოქეებია. საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩეხეთს, უკრაინას, ალბანეთს დავუპირისპირდებით.
ოთხივე ლიგის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ლიგა:
1 ჯგუფი: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია,
2 ჯგუფი: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
3 ჯგუფი: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა
4 ჯგუფი: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი
B ლიგა:
1 ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
2 ჯგუფი: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
3 ჯგუფი: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
4 ჯგუფი: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი
C ლიგა:
1 ჯგუფი: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
2 ჯგუფი: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი (გამარჯვებული)
3 ჯგუფი: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ ირლანდია, ბელარუსი
4 ჯგუფი: სომხეთი, ფარერები, ჩრდ მაკედონია, ლატვია
D ლიგა:
1 ჯგუფი - გიბრალტარი/ლიეტუვა (დამარცხებული), სან მარინო, ლიხტენშტეინი
2 ჯგუფი - მოლდოვა, მალტა, ანდორა
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება. შემდეგ იქნება შესვენება და 2025 წლის მარტიდან, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.