გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

ახალი კლუბი ცნობილია | მაკარიძე პორტუგალიაში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. 33 წლის მეკარემ საკუთარი მომავალი „კოვილიას“ დაუკავშირა და პორტუგალიურმა კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

„კოვილია“ პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონში, ლიგა 3-ში ასპარეზობს და აღზევებისთვის იბრძვის. სეზონის პირველი ნახევარი, „კოვილიამ“ 30 ქულით დაასრულა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც ლიგა 2-ის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

ცნობისთვის, მაკარიძე ბოლოს „მარიტიმუში“ ასპარეზობდა და პორტუგალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას „ფეირენსეში“ (2014-16), „მორეირენსეში“ (2016-18), „რიუ ავესა“ (2018) და „სეტუბალში“ (2019-20) უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე