ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ცვლილებები წესდებაში | ჩეფერინის შეეძლება პრეზიდენტი 2031 წლამდე იყოს

უეფა-ს წესდებაში ცვლილება შევიდა და მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ჩეფერინის უფლება ექნება, აღნიშნულ პოსტზე კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს. დღეს, უეფა-ს კონგრესი გაიმართა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრებმა შესწორებებს მხარი დაუჭირეს.

ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე, განაცხადეს, რომ ყველა შესწორება ერთ პაკეტად იქნებოდა განხილული და არა - ცალ-ცალკე. ინგლისი, ისლანდია და ნორვეგია ასეთი ფორმატის წინააღმდეგ წავიდნენ, უკრაინამ თავი შეიკავა, სხვა წევრებმა კი მას მხარი დაუჭირეს. უშუალოდ შესწორებებს რაც შეეხება, მათ წინააღმდეგ ინგლისი წავიდა, უკრაინამ თავი შეიკავა, ხოლო სხვა წევრებმა მხარი დაუჭირეს.

დღევანდელი კონგრესის შემდეგ, ჩეფერინის პირველი საპრეზიდენტო ვადა ანულირდება და 2027 წელს გასამართ არჩევნებზე, მას საკუთარი კანდიდატურის დაყენება შეეძლება. არჩევის შემთხვევაში, იგი პოსტს შეინარჩუნებს და გამოვა, რომ უეფა-ს პრეზიდენტი 2031 წლამდე იქნება.

ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტი 2016 წელს გახდა და მიშელ პლატინი ჩაანაცვლა, რომელიც პოსტიდან გადააყენეს. სლოვენიელი უეფა-ს იმ ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როცა პრეზიდენტი პლატინი უნდა ყოფილიყო, 2019 და 2023 წლებში კი ახლიდან აირჩიეს. ცვლილებების შეტანამდე, პრეზიდენტს 3 ვადით შეეძლო დარჩენა, შესწორებაში კი ნათქვამია, რომ 2017 წლის ივლისამდე ნებისმიერი ვადა გათვალისწინებული არ იქნება, რაც ჩეფერინის საკუთარი კანდიდატურის კიდევ ერთხელ დაყენების საშუალებას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილი და მისი ისტორიული შედეგი“ | ვალენსიას ვებგვერდის სტატია ქართველ მეკარეზე