ისრაელ ადესანია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მალე ყველას შეახსენებს ვინაა“ | ადესანია ვოლკანოვსკის ეხმარება

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიასთან გასამართი სატიტულო ბრძოლისთვის ემზადება. „ვოლკი“ მოსამზადებელ კემპს გადის, რომელშიც საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია ჩაერთო და ახლო მეგობარს ეხმარება.

 „იზიმ“ ვოლკანოვსკის ფიზიკურ კონდიციებზეც ისაუბრა და განაცხადა: „მინდოდა, ვოლკანოვსკი მისსავე სახლში მენახა და გამეგო მისი გონება როგორ მდგომარეობაშია. როგორ გამოიყურება ალექსი? მაგარ ფორმაშია და ბოლომდე ჩართულია.

მომეწონა მისი განცხადება, რომელიც ჩხუბამდე გააკეთა. „რა მალე ავიწყდებათ!“, - თქვა ვოლკმა და ძალიან კარგად ვიცი, ეს რა შეგრძნებაა. დროა შევახსენოთ, რას წარმოვადგენთ და ალექსი ამას ძალიან მალე, ანაჰაიმში გააკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას ბრძოლას სწორედ ანაჰაიმი უმასპინძლებს და ადესანია „ვოლკის“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ილიასა და ალექსის ჩხუბი UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბიც არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ვოლკანოვსკის მხარეს მხოლოდ ერთი რამაა, ჩემთვის იდეალური სტილი აქვს“
თოფურია: „ვოლკანოვსკის მხარეს მხოლოდ ერთი რამაა, ჩემთვის იდეალური სტილი აქვს“