ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ილია სახიფათოა, ვოლკს რთული ჩხუბი ელოდება“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონის კომენტარი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. უიტეკერი Submission Radio-ს სტუმარი იყო და განაცხადა, რომ „ვოლკს“ რთული ჩხუბი ელის.

„ილია სახიფათო მებრძოლია და გვაჩვენა, რომ საკუთარი სიტყვების ქმედებებით გამყარება შეუძლია. ვფიქრობ, ალექსს რთული ჩხუბი ელოდება, მაგრამ ვოლკი ძალიან კარგი მებრძოლია. ხალხი ნერვიულობს, რომ ისლამ მახაჩევთან განცდილი ნოკაუტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ბრუნდება. ვოლკანოვსკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და თუ ვინმეს შეუძლია, მაგრად დაბრუნდეს, ეს ალექსია“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გამართავს და მისი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბი UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბიც არის ჩანიშნული.

UFC 298-ზე საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონსაც ვიხილავთ. უიტეკერი პაულო კოსტას დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროექტზე არ ფიქრობენ და მოგების ნახვა უნდათ | ესპანური გამოცემა მამარდას მომავალზე
პროექტზე არ ფიქრობენ და მოგების ნახვა უნდათ | ესპანური გამოცემა მამარდას მომავალზე