გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პროექტზე არ ფიქრობენ და მოგების ნახვა უნდათ | ესპანური გამოცემა მამარდას მომავალზე

ესპანურმა გამოცემამ, OK Fichajes-მა „ვალენსიას“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. სტატიის ავტორის მიხედვით, „ღამურების“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი სპორტულ პროექტზე მეტად, ფინანსური მოგების ნახვითაა დაინტერესებული და ზაფხულში, გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს.

„გიორგი მამარდაშვილისა და ხავი გერას შესაძლო წასვლა ვალენსიასთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მამარდაშვილი და გერა მიმდინარე სეზონში გუნდის საკვანძო ფეხბურთელები არიან და მათი გაშვება დიდ სიცარიელეს გააჩენს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მესტალია ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, გუნდში კი ცოტა მოთამაშე მოვიდა და 2024 წლის ზაფხულშიც იგივე მოხდება.

პიტერ ლიმს მკაფიო პოზიცია აქვს და თვლის, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას, ვალენსიამ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით დიდი მოგება უნდა ნახოს. გიორგი მამარდაშვილი და ხავი გერა ამ მოთამაშეებს შორის არიან და მიმდინარე სეზონში ვალენსიას მიერ ნაჩვენები პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ლიმი ფინანსურ მოგებაზე ფიქრობს და არა კლუბის სპორტულ პროექტზე.

ქართველ ფეხბურთელს რუბენ ბარახას სქემაში ფუნდამენტური როლი უკავია. მიმდინარე სეზონში, ის საოცარ პერფორმანსს აჩვენებს და გუნდის ერთ-ერთი ბურჯია. მისმა სტაბილურობამ და უნარებმა ბუნდესლიგისა და პრემიერ ლიგის ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრეს, რაც მიგვითითებს, რომ მისი წასვლა გარდაუვალია. მამარდაშვილისა და გერას გასხვისება ვალენსიას დაახლოებით 50 მილიონ ევროს მოუტანს“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, მამარდაშვილის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ჩატენვა და 2 ასისტი | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა
მამუკელაშვილის ჩატენვა და 2 ასისტი | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა