თად მაკფადენი, ჯო ტომასონი
Aa
Aa

ევრობასკეტი 2025 | თად მაკფადენის შემცვლელი ჯო ტომასონია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის. ჩვენს გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია – მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ილიას ზუროსის ნაცვლად, ალექსანდრ ჯიკიჩი იმუშავებს, ხოლო ნატურალიზებულ თად მაკფადენს, პირველი არხის ინფორმაციით, ჯო ტომასონი შეცვლის.

ამერიკელ კალათბურთელთან მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია და უკვე მის ნატურალიზაციაზეც მიდის მუშაობა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ამერიკელები 2004 წლიდან თამაშობენ. პირველი შემონდ უილიამსი იყო, ხოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსება თად მაკფადენმა დაიცვა.

ჯო ტომასონი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში „გრანადას“ ღირსებას იცავს. საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებს. უთამაშია რუმინეთის „დინამოში“, პოლონეთის „გდანსკში“, „ლიუბლინსა“ და „ზელონა გორაში“, ისრაელის „გალილ გილბოაში“, ესპანეთის „მანრესაში“, რუსეთის „პეტერბურგში“ და ბერძნულ „პრომითეასში“.

წყარო 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო