გიორგი კვერნაძე, გვიდო ანჯელოცი
Aa
Aa

„კვერნაძის გამოსყიდვა გვინდა, მაგრამ...“ | რა თქვა ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა

„ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა, რომელიც იტალიურ კლუბში იჯარის წესით იმყოფება. ანჯელოციმ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „ფროზინონე“ კვერნაძის გამოსყიდვას განიხილავს.

„თუ იბრაჰიმოვიჩთან და კვერნაძესთან დაკავშირებით, შესაძლებლობა გაჩნდება, მათ კონტრაქტს გამოვისყიდით, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, სეზონის ბოლოს სერია A-ში ვიქნებით თუ სერია B-ში“.

ცნობისთვის, კვერნაძეს კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა. მიმდინარე სეზონში, მან ყველა ტურნირის ეგიდით, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე 190 წუთი გაატარა.

„ფროზინონეს“ სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება, „კანარინის“ 23 ქულა აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს. კვერნაძის გუნდს გასავარდნ ზონამდე 5 ქულა აშორებს და მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო