ჯიმი ბატლერი, ტაილერ ჰირო, გოგა ბითაძე, ბემ ადებაიო, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, ტერი როზიერი
Aa
Aa

ბითაძეს მატჩის ბოლოს 3 წუთი მისცეს | ორლანდო მაიამისთან განადგურდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ფლორიდულ დერბიში განადგურდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მაიამი ჰიტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ერთ-ერთი კონკურენტის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. „მაიამიმ“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 40:26 მოიგო და საბოლოოდ, 121:95 იმარჯვა.

შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთითა და 7 წამით ადრე, როცა „ორლანდო“ 93:117-ს აგებდა, „მეჯიქის“ თავკაცმა, ჯამალ მოზლიმ ბითაძე პარკეტზე შეუშვა. ქართველმა კალათბურთელმა 3 წუთში 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო. ბითაძეს მეტოქის კალათისთვის არ შეუტევია და 1 დაკარგვა ჰქონდა.

„ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა და მატჩი 23 ქულით, 9 მოხსნითა და 7 ასისტით დაასრულა. უენდელ კარტერ ჯუნიორს 15 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა, მარკელ ფულტცმა და ფრანც ვაგნერმა 13-13 ქულა მიითვალეს. „მაიამის“ რიგებში საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო - 23 ქულა, 8 მოხსნა, 8 ასისტი. ტერი როზიერმა 18 ქულა ჩააგდო, ბემ ადებაიომ და ტაილერ ჰირომ 14-14 ქულა გააკეთეს.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 27 მოგება და 24 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი ილიას ხმამაღალ განცხადებას მაიკ ტაისონის ფრაზით გამოეხმაურა
მოვსარ ევლოევი ილიას ხმამაღალ განცხადებას მაიკ ტაისონის ფრაზით გამოეხმაურა