ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მოვსარ ევლოევი ილიას ხმამაღალ განცხადებას მაიკ ტაისონის ფრაზით გამოეხმაურა

UFC-ის რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას განცხადებას ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის ცნობილი სიტყვებით გამოეხმაურა. MMA-ის ერთ-ერთმა გვერდმა, MMA Orbit-მა „ტვიტერზე“ „ელ მატადორის“ სიტყვები გაავრცელა და ევლოევმა კომენტარი სწორედ ამ პოსტზე დატოვა.

„ალექსანდრ ვოლკანოვსკის სავარჯიშო ტომარას დავამსგავსებ“, - წერია პოსტში, ევლოევმა კი განაცხადა: „გეგმა ყველას აქვს, სანამ სახეში მუშტს არ მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვოლკი“ ფავორიტია, თუმცა, ილიას მოგება უფრო აწყობს. მოვსარს სურს, მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს და სჯერა, რომ თოფურია მისთვის უმარტივესი მეტოქე იქნება.

ცნობისთვის, ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 18-დან 18 გამარჯვება აქვს. მან ბოლო ბრძოლა არნოლდ ალენის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჯიჯი რივა აუცილებლად დააფასებდა“ | Gazzetta-მ კვარას გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელა
„ჯიჯი რივა აუცილებლად დააფასებდა“ | Gazzetta-მ კვარას გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელა