ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჯიჯი რივა აუცილებლად დააფასებდა“ | Gazzetta-მ კვარას გოლი ტურის საუკეთესოდ დაასახელა

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელია ტურის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელა და მას ჯიჯი რივას სახელობის ჯილდო მიანიჭა. Gazzetta-მ „კვარას“ მიერ „ვერონასთან“ შეგდებული ბურთი დღევანდელ ნომერში გამოარჩია და მას ლამაზი და გადამწყვეტი გოლი უწოდა.

„ამ ტურში, ჯიჯი რივას სახელობის ჯილდო, რომელიც ყველაზე ამაღელვებელი და მქუხარე გოლის ავტორს გადაეცემა, ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა. მან ვერონას შოკისმომგვრელი ბურთი შეუგდო და შორი მანძილიდან დაიჭექა. ლამაზი და გადამწყვეტი გოლი და კვარას თამაში, რომელიც გამარჯვების მომტან მოქმედებად ქცევას ნამდვილად იმსახურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯი რივას ფავორიტი ფეხი მარცხენა იყო, კვარაცხელიამ კი მარჯვენით გაიტანა, Rombo di Tuono (ჯიჯი რივას მეტსახელი, ქუხილი) მას აუცილებლად დააფასებდა. მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი... სულერთია, მთავარი შესრულებაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 18 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ჯიჯი რივას რაც შეეხება, ის ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც 24 იანვარს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ომალის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, ჩემი მომდევნო მეტოქე კონორი იქნება“
თოფურია: „ომალის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, ჩემი მომდევნო მეტოქე კონორი იქნება“