ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„სუპერმარკეტში რომ შემხვდეს, იქაც ვცემ“ | ილიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „ელ მატადორს“ ერთ-ერთი შეკითხვა პედი პიმბლეტის შესახებ დაუსვეს და ილიამ განაცხადა, რომ „ბედის“ ყველგან სცემს, სადაც შეხვდება.

„მომიტანს თუ არა პიმბლეტთან ჩხუბი დიდ ფულს? არა! პედი ვის რაში აინტერესებს? ყველა ბრძოლასა და მეტოქეს ნამდვილი პროფესიონალივით ვუდგები, მაგრამ პიმბლეტი გამონაკლისია და მასთან პირადი ანგარიშები მაქვს. მასთან ბრძოლა პირადულია და სუპერმარკეტში რომ შემხვდეს, იქაც ვცემ.

ვიჩხუბებდი თუ არა UFC-ში მასთან? თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 15-შიც არაა! მისი ბოლო ბრძოლა ნახეთ? სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. მისი ბოლო ჩხუბი სამარცხვინო იყო. დონე, რომელიც ტონი ფერგიუსონთან დაპირისპირებისას აჩვენა, სამარცხვინო გახლდათ. დამწყებს ჰგავდა“.

ცნობისთვის, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტი და თოფურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გოლი ვან გოგის ნახატივით გასაოცარი იყო“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე
„მისი გოლი ვან გოგის ნახატივით გასაოცარი იყო“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე