ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

„დეკემბრისთვის საუკეთესო მოთამაშეები უნდა შევარჩიოთ“ - ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

დღეს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სპორტკომპლექს არენა 2-ში გამართა.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.

ტრავმირებული ბექა ტყემალაძის ნაცვლად, გუნდს თორნიკე ბუკია შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

საქართველოს და რუმინეთის ამხანაგური მატჩები 6 და 7 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები