ოფიციალურად | ლუკა ლაცაბიძე შახტარის ფეხბურთელია
19 წლის ლუკა ლაცაბიძე დონეცკის „შახტარმა“ ოფიციალურად დაიმატა. უკრაინული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველი კონტრაქტით ქართველი მცველი „შახტარში“ 2028 წლის ბოლომდე დარჩება.
ლუკა ლაცაბიძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დონეცკურ კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა და მწვრთნელები ყურადღებით აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც, „შახტარმა“ მისი დატოვება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდში ლაცაბიძის თანაგუნდელები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი იქნებიან.
ლუკა ლაცაბიძე ამპლუით ცენტრალური მცველია. ქართველი ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ძირითადად ამავე გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშობდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2023 წლის 5 ივნისს ჰქონდა. ამავდროულად, 19 წლის მცველი რეგულარულად ხვდებოდა საქართველოს ნაკრების ასაკობრივ გუნდებშიც.