ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, ვიქტორ ტიშჩენკო
Aa
Aa

16 წლის ხვიჩა ნახა და აღფრთოვანდა - სიომინმა კვარას ტრანსფერი გაიხსენა

მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ RB Sport PROJECT-ის პოდსკასტში ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის ზამთარში ხვიჩასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ვიქტორ ტიშჩენკომ მიიღო, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივის'' სელექციონერი იყო. 

„ვიქტორ ტიშჩენკო არ ენდობოდა სხვის დახასიათებებს. ის ამბობდა, რომ ვუყუროთ მას, ვისაუბროთ მის შესახებ. თუ არის ამის შესაძლებლობა ვარჯიშზე ვნახოთ. ტიშჩენკომ 16 წლის ხვიჩა ნახა ვარჯიშზე და თქვა: „უნიკალური დრიბლინგი აქვს''. მას ვკითხე: „რა გავაკეთოთ?’’ მან მითხრა: „ის უნდა ავიყვანოთ’’. ასე მოხვდა ხვიჩა „ლოკომოტივში’’, მისი თამაში ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, როცა მის თამაშს ტიშჩენკომ უყურა. მან კარგად დაინახა ხვიჩას ბურთთან კონტაქტის ხარისხი’’.

შეგახსენებთ, 2019 წლის ზამთარში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში'' „რუსთავიდან'' იჯარით გადავიდა, სიომინის მწვრთნელობით ნახევარი სეზონი ითამაშა, შემდეგ კი კარიერა ყაზანის „რუბინში'' გააგრძელა. სიომინი ინტერვიუში ამბობს, რომ ტიშჩენკომ 16 წლის ხვიჩა ნახა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი „ლოკოში'' 18 წლის ასაკში გადავიდა. შესაძლოა, კვარაცხელიას თამაში მართლაც 16 წლის ასაკში ნახა და სიომინი ასაკს ზუსტად ამბობს.

სიომინს ხვიჩა კვარაცხელიასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა კლუბმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. შემდგომში სიომინმა „ლოკომოტივი'' კლუბის მმართველებთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები