დანი ალვეში
Aa
Aa

დანი ალვეშის სასამართლო პროცესი დაიწყო | მხარეები ვერ შეთანხმდნენ

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის, დანი ალვეშის სასამართლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო. 40 წლის ბრაზილიელს ბრალად გაუპატიურება ედება და მისი სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა, 5-დან 7 თებერვლამდე გაიმართება.

Europapress-ის ინფორმაციით, არსებობდა შანსი, მხარეებს შეთანხმებისთვის მიეღწიათ და სასამართლო პროცესი არ დაწყებულიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა. შეთანხმებისთვის საჭირო იყო, ალვეშს აღიარებითი ჩვენება მიეცა, რაზეც მან უარი განაცხადა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ინტიმური კავშირი ურთიერთთანხმობით შედგა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ალვეშს ბრალად 23 წლის გოგონას გაუპატიურებას სდებენ. საუბარია სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში, ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. პროკურატურა ითხოვს, ალვეშს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

დანი ალვეშის მსხვერპლის ჩვენება

„დანი ალვეში ჩემ უკან იდგა. ერთ მომენტში, გვერდზე გავიდა და ჟესტით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და გამეგო, რა უნდოდა, სხვა არაფერზე მიფიქრია. სალაპარაკოდ გავყევი და წარმოდგენა არ მქონდა, სად მიდიოდა. მახსოვს, როგორ შევიდა იქ, სადაც ეს მოხდა, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადგილისკენ მივყავდი.

კარი გააღო და როგორც კი შევედი, მივხვდი, სად აღმოვჩნდი. ძალიან პატარა საპირფარეშოში ვიყავი და შოკი სწორედ ამ მომენტში დამეწყო. მახსოვს, დაჯდა, რა დროსაც ვუთხარი: „უნდა წავიდე, უნდა წავიდე“. კაბა გამიხია და მაიძულა, ზედ გადავჯდომოდი. ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ რაღაცებს მეუბნებოდა და უნდოდა, საკუთარი თავისთვის პატარა ძუკნა დამეძახა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მუხლი მატკინა, ჭრილობა ახლაც მეტყობა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ორალური სექსი მქონოდა. მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ ყელზე მომიჭირა და ფიზიკურად გამისწორდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე