„ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე შორს ვერ გავა“ | დელ პიეროს პროგნოზი
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. დელ პიეროს თქმით, „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე შორს ვერ წავა, სერია A-ს რაც შეეხება, მისი აზრით, ნეაპოლელებს ოთხეულში შესვლა ძალიან გაუჭირდებათ.
„ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე შორს ვერ წავა და კლუბის მიზანი სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა უნდა იყოს, რაც ძალიან რთული იქნება. პიოტრ ჟელინსკის განაცხადს მიღმა დატოვება? პიოტრი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია“.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, მერვედფინალში კვარაცხელიას გუნდის მეტოქე „ბარსელონა“ გახლავთ. „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და „ბლაუგრანას“ 21 თებერვალს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაუპირისპირდება.