„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, „ნაპოლიმ“ „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაამარცხა და 2:1 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი 87-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით გამოიჩინა და ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corrierre dello Sport-ის ცნობით, მისმა შედევრმა ვიქტორ ოსიმენი აღაფრთოვანა.
„გუშინ, ვალტერ მაცარის, სამწვრთნელო კარიერის ყველაზე ამაღელვებელი 25 წუთი ჰქონდა. 72-ე წუთზე, ვერონა დაწინაურდა და ნაპოლი უფსკრულთან ერთ ნაბიჯში იყო, 87-ე წუთზე კი, მოედანზე საერთოდ სხვა ვითარება შეიქმნა. ფეხბურთი ასეთი სპორტია. ფეხბურთი კვარასნაირ საოცარ მოთამაშეებს ეკუთვნით, რომელიც გუშინ აფეთქდა და რომელსაც ქომაგები ყველა კონტინენტზე ჰყავს.
გამონაკლისი არც აფრიკაა. ვიქტორ ოსიმენი, რომელიც აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ კოტ-დივუარშია წასული, ტელევიზორს ვერ შორდებოდა და თანაგუნდელებს გულშემატკივრობდა. როცა მისმა ტყუპისცალმა გაიტანა, სიხარულისგან გაგიჟდა და ალბათ, ისე იცეკვა, როგორც ნიგერიელ თანაგუნდელებთან ერთად, გასახდელში ცეკვავს ხოლმე“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.