შეი გილჯეს-ალექსანდერი, არ ჯეი ბარეტი, ჯოშ გიდი, სკოტი ბარნსი
Aa
Aa

ორი ოვერტაიმი და 23-ქულიანი ქამბექი | ოკლაჰომამ ტორონტოს მოუგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა, „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ საოცარი შეხვედრა მოიგო. „ოქეისი“ საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, ორი ოვერტაიმის შემდეგ იმარჯვა.

„ოკლაჰომამ“ პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, „რეპტორსის“ უპირატესობამ 23 ქულა შეადგინა, მაგრამ „თანდერმა“ ბოლომდე იბრძოლა და თამაშში დაბრუნდა. საფინალო სირენამდე 5.8 წამით ადრე, „ოკლაჰომა“ ორი ქულით აგებდა და აარონ უიგინსმა ანგარიში გაათანაბრა - 110:110. „ოქეისი“ პირველ ოვერტაიმშიც უკან იყო, მაგრამ შეი გილჯეს-ალექსანდერის სამქულიანით წონასწორობა აღადგინა - 118:118, მეორე ხუთწუთეულში კი მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 135:127.

„ოკლაჰომას“ 24 ქულით, 6 მოხსნით და 6 ასისტით ჯოშ გიდიმ ულიდერა. შეი გილჯეს-ალექსანდერს 23 ქულა, 9 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება ჰქონდა. ლუ დორტმა და ჩეტ ჰოლმგრენმა 22-22 ქულა დააგროვეს, აარონ უიგინსის ანგარიშზე 20 ქულა იყო. „ტორონტოს“ მხრიდან 23 ქულით არ ჯეი ბარეტი გამოირჩა. იაკობ პოელტლმა, სკოტი ბარნსმა და დენის შროდერმა 19-19 ქულა მიითვალეს.

ცნობისთვის, „ოკლაჰომას“ 35 მოგება და 15 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველია. „თანდერის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზი“ გახლავთ, რომელსაც 7 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს