შერმადინის შედეგიანი მატჩი და MVP - ტენერიფემ ბასკონია დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 95:78 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შერმადინმა 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მოაგროვა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.
ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 საჯარიმო და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. შეხვედრის ბოლოს კი „შერმინატორი“ მატჩის MVP-ად დაასახელეს.
Otro día más en la oficina para un gran @GioShermadini,???? MVP de los nuestros en el día de hoy.
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) February 4, 2024
???????? #VamosCanarias #TeToca pic.twitter.com/LCNRinTRDC
21 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 12 მოგებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება. გიორგი შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად, „აპოელ იერუსალიმთან“ 7 თებერვალს ელის.