იმავოვი: კურტისი ამას არ გააკეთებდა, დოლიძე კი ნამდვილი კაცია
UFC Fight Night 235-ზე საღამოს მთავარი ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელთა ნაწილი მსაჯობით არის უკმაყოფილო, მეორე ნაწილი კი მებრძოლების ინერტული წარმოდგენით.
რაც შეეხება თავად გამარჯვებულს, ნასურდინ იმავოვმა ბრძოლის შემდეგ, მოკლე კომენტარი გააკეთა და დოლიძე შეაქო.
„კურტისი? ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს. როცა ჩემთან ერთად გალიაში იმყოფებოდა, ბრძოლის დროს ვერაფერი გააკეთა. ძირითადად წუწუნებდა და ვერ იბრძოდა. თუ ბრძოლა გინდა, ის გალიაშია და მის მიღმა გაჩუმდი.
კმაყოფილი ვარ ჩემი შრომითა და შედეგით.
რაც შეეხება დოლიძეს, ჩემი დიდი პატივისცემა მას, რადგან თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და ბრძოლა მაინც განაგრძო. კურტისი ამას არ გააკეთებდა, მას თითი მოხვდა და მაშინვე ხმაური ატეხა. დოლიძე ნამდვილი კაცია".
შეგახსენებთ, რომ იმავოვმა დოლიძემდე ბოლო ბრძოლა სწორედ კრის კურტისის წინააღმდეგ გამართა და ბრძოლა No Contest-ად გამოცხადდა, რადგან თავით შეჯახების შემდეგ, კურტისმა ბრძოლა ვერ გააგრძელა.
დოლიძე VS იმავოვი - ბრძოლის გამორჩეული მომენტები