ტოჩინოშინი, ჰაკუჰო
Aa
Aa

მშვიდობით ჩემპიონო - ლეგენდარული ჰაკუჰო ტოჩინოშინს დაემშვიდობა

იმპერატორის თასის მრავალგზის გამარჯვებული იოკუძუნა ჰაკუჰომ ტოჩინოშინის სუმოდან გაცილების ფაქტს Instagram-ში გამოეხმაურა.

„მადლობა ჩემპიონო. მადლობა ასეთი მძიმე შრომისთვის ოძეკო ტოჩინოშინო. გილოცავ თმის შეჭრის ცერემონიას. ვიმედოვნებ, სუმოსგან სიამოვნების მიღებას გააგრძელებ''.

View this post on Instagram

A post shared by Sho Haku (@yokozuna_hakuho)

შეგახსენებთ, დღეს ტოკიოში ლევან გორგაძის სუმოდან გაცილების ცერემონია გაიმართა. იაპონურმა წყაროებმა გაავრცელეს ვიდეო, როცა ქართველს თმას აჭრიდნენ. ეს ცერემონია მაშინ იმართება ხოლმე, როცა სუმოისტი დიდი სპორტიდან მიდის.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინის პროფესიონალურ სუმოში დებიუტი 2008 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში ქართველმა სუმოისტმა ერთხელ იმპერატორის თასის მოიგო და სამჯერ გახდა ჯურიოს დივიზიონის გამარჯვებული. უმაღლესი ტიტული, რომელსაც ტოჩინოშინმა სუმოს სამყაროში მიაღწია, ოძეკის წოდება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები