თბილისის დინამო, დონეცკის შახტარი, ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

დინამო მორიგ ფეხბურთელს ყიდის - ლაცაბიძე შახტარში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, თბილისის „დინამოს'' მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას დონეცკის „შახტარში’’ გააგრძელებს. მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამომ'' რამდენიმე ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გაყიდა. ეს მოთამაშეები არიან: ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვას „უნივერსიტატეა''), ლაშა ოდიშარია (ლატვიური RFS), საბა ხვადაგიანი (ნეთანია მაქაბი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცკის „შახტარი''). ამ სიას შესაძლოა სანდრო კალანდაძე შეუერთდეს, რომლის მიმართ ინტერესს ნორვეგიული კლუბი იჩენს. ნორვეგიაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და ტრანსფერის განხორციელება რეალურია.

შეგახსენებთ, „შახტარი“ ლაცაბიძეს კარგად იცნობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბთან ერთად გასულ ზაფხულში როტერდამში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „შახტარს“ მისი გაფორმება ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. ლუკა „შახტარს'' შეკრებაზე იანვარში შეუერთდა, მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონა და საბოლოოდ მხარეები კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ლაცაბიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უკანახაზელად ითვლება და საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 

„შახტარში'' ლუკა ლაცაბიძე გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის თანაგუნდელი გახდება.

მასალაში გამოყენებულია თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები