გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას მორიგი გამარჯვება - მამარდას 4 სეივი და შეცდომა გამოსვლაზე

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ’’ ბოლოადგილოსანი „ალმერია’’ 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-14 წუთზე უგო დურომ გახსნა, 23-ე წუთზე იარემჩუკმა ანგარიში ორამდე გაზარდა. საპასუხო გოლი მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე არიბასმა შეაგდო. 61-ე წუთზე პეპელუს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

მატჩის გოლები

 

ტრადიციულად, „ღამურების’’ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მის აქტივში 4 „სეივია''.

ქართველ მეკარეს ბოლო მატჩებისგან განსხვავებით დღეს დამაჯერებლობა აკლდა, რაც ყველაზე მეტად 52-ე წუთზე გამოჩნდა, როცა გამოსვლაზე შეცდაა. ასევე, პირველი ტაიმის 29-ე წუთზე ბურთის უფრო შორს მოგერიება მართებდა, მისი რეაქციის შემდეგ ბურთი ახლო მანძილზე მეტოქის ფეხბურთელს მიუვიდა, რომელმაც გაიტანა, თუმცა რადგან დარტყმის შესრულებამდე ხელზე მოხვდა, არბიტრმა გოლი გააუქმა.

მამარდაშვილი VS ალმერია

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23-ვე ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მან კარი მშრალად შვიდ შეხვედრაში შეინახა.

რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 დათმო (მადრიდის „ატლეტიკოსთან''). ცხადია, ვალენსიელთა წარმატებულ მატჩებს ქართველი მეკარის კარგი თამაშიც განაპირობებს. ამ ეტაპზე „ვალენსია'' 35 ქულით მე-7 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 1 ქულით ჩამორჩება. 

შემდეგ ტურში „ვალენსია'' კონკურენტ „ლას პალმასს'' ესტუმრება (11 თებერვალი, 00:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები