ახალი კლუბები სუპერ ლიგაში? გუნდები ლაპორტას სიტყვებს უარყოფენ
„რომამ“, „მარსელმა“, „ფეიენორდმა“ სუპერ ლიგაში გაწევრიანების მზადყოფნა უარყვეს.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, ევროპის სუპერ ლიგაზე საუბრისას, დაასახელა კლუბები, რომლებსაც შეუძლიათ პროექტში გაწევრიანება. ესენი არიან მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „მილანი“, „რომა“, „ნაპოლი“, „პორტუ“, „სპორტინგი“, „ბენფიკა“, „აიაქსი“, „ფეიენორდი“, პსვ, „მარსელი“, „ბრიუგე“ და „ანდერლეხტი“.
„როგორც საჯაროდ იყო ნათქვამი სუპერ ლიგის საქმეზე ევროპის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში, რომა არანაირად არ უჭერს მხარს ე.წ. სუპერ ლიგასთან დაკავშირებულ პროექტებს.
კლუბი ასევე განმარტავს, რომ არასოდეს შეუცვლია თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არ გამართულა დიალოგი კლუბების ერთობლივი გზის გარდა სხვა გზის არჩევასთან დაკავშირებით ევროპის საკლუბო ასოციაციის (ECA) თანამშრომლობის ფარგლებში UEFA-სთან და ფიფას",
- ნათქვამია „რომას“ განცხადებაში.
„ჩვენ უკვე დავაზუსტეთ ჩვენი პოზიცია დეკემბერში და ის არ შეცვლილა",
- განაცხადა „მარსელმა“.
„ფეიენორდი ძალიან გაკვირვებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომ კლუბი დათანხმდა ე.წ სუპერ ლიგაში მონაწილეობას. ეს სრული სისულელეა“,
- ნათქვამია მათ განცხადებაში.