ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

ღრმა ჭრილობა თვალთან | ფიურისა და უსიკის ჩხუბი გადაიდო

17 თებერვალს, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში ტაისონ ფიურისა და ოლექსანდრ უსიკის ბრძოლა უნდა გამართულიყო, რომელსაც კრივის მოყვარულები უდიდესი ინტერესით ელოდნენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათი ჩხუბი გაურკვეველი ვადით გადაიდო და მიზეზი „ბოშათა მეფის“ ტრავმაა.

ცნობილი ჟურნალისტის, მაიკლ ბენსონის ცნობით, ფიურიმ დღეს გამართული სპარინგისას, თვალის არეში, სერიოზული ჭრილობა მიიღო და რინგზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. უსიკის გუნდს შეატყობინეს, რომ „ბოშათა მეფეს“ რეაბილიტაციის გასავლელად შესაძლოა, „რამდენიმე თვე“ დასჭირდეს და უკრაინელი მოკრივის წარმომადგენლები ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობენ. არის შანსი, ფიურის ნაცვლად უსიკი 17 თებერვალს ფილიპ ჰრგოვიჩს ეჩხუბოს.

„განადგურებული ვარ, რადგან ამ ბრძოლისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი და საოცარ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებოდი. ვწუხვარ ადამიანების გამო, რომლებიც ამ ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ და ვიმუშავებ, რათა მკურნალობის დასრულების შემდეგ, ახალი თარიღი შევარჩიოთ. მხოლოდ ის შემიძლია, ბოდიში მოვუხადო ჩემს გუნდს, უსიკის გუნდს, ღონისძიების მასპინძლებს, ჩვენს ქარდზე მყოფ სხვა მოკრივეებს, ფანებს, პარტნიორებსა და ჩემს მეგობრებს საუდის არაბეთში“, - განაცხადა ტაისონ ფიურიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბოშათა მეფე“ WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია, „თეთრი კურდღელი“ კი WBA-ის, IBF-ის, WBO-სა და IBO-ს ქამრებს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა