რომან დოლიძე, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | დოლიძე იმავოვზე ოდნავ მძიმეა

UFC-ის მომდევნო ღონისძიების მთავარი მოვლენა რომან დოლიძისა და ნასურდინ იმავოვის დაპირისპირებაა. ტრადიციულად, პარასკევს, აწონვების ცერემონია გაიმართა და წონა ორივე მებრძოლმა დააფიქსირა.

პირველი სცენაზე ქართველი მებრძოლი წარდგა. დოლიძემ წონა წარმატებით ჩააბარა და 84.3 კგ დააფიქსირა (არასატიტულო ჩხუბებში მებრძოლებს უფლება აქვთ 186 ფუნტი, 84.3 კგ დააფიქსირონ, კავკასიელი სწორედ ამდენს იწონიდა). რომანზე ოდნავ მსუბუქია იმავოვი. „სნაიპერი“ ასაწონად დაახლოებით 50 წუთის შემდეგ გავიდა და 83.9 კგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ იმავოვს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. იმავოვმა ბოლო ბრძოლა კრის კურტისის წინააღმდეგ გამართა და ბრძოლა No Contest-ად გამოცხადდა, რადგან თავით შეჯახების შემდეგ, კურტისმა ბრძოლა ვერ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა