დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს მატჩებისთვის განაცხადი გამოაქვეყნა და საფეხბურთო სამყაროს გაოცება გამოიწვია. „პარტენოპეი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პიოტრ ჟელინსკის გარეშე იასპარეზებს, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა.
???????????? Napoli have excluded Piotr Zielinski from the Champions League list for the upcoming games.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 2, 2024
⚫️???? Inter are in advanced talks to sign Zielinski as free agent in June. pic.twitter.com/IIw7CCbUDx
ჟელინსკიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პლეიოფში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ პოლონელი ფეხბურთელი მომდევნო დღეებში „ინტერთან“ წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს და ზაფხულში „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რის გამოც, როგორც იტალიური პრესა წერს, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ზომების მიღება გადაწყვიტა.
„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნაპოლი აურელიო დე ლაურენტისის ხასიათისა და განწყობების პატიმარია. აურელიო შევიდა განზომილებაში, რომლიდანაც ვერასდროს გამოაღწევს. პარტენოპეის არჩევანი პირადი მიზეზებითა და წყენით იყო განპირობებული, რომელიც ჟელინსკის მხრიდან, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმამ გამოიწვია“, - წერს ნეაპოლური გამოცემა, Il Napolista.
საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ლეანდერ დენდონკერი და დიეგო დემეც ვერ მოხვდნენ, „ნაპოლის“ ახალწვეულებს, პასკუალე მაცოკის, ჰამედ ტრაორესა და სირილ ნგონგეს კი „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში შეეძლებათ. უნდა ვთქვათ, რომ ჟელინსკი სერია A-ს განაცხადში დატოვეს.