მეისონ გრინვუდი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი გრინვუდს: „მოძალადე ხარ“ - ჯუდი შესაძლოა დასაჯონ

ჯუდ ბელინგემმა მეისონ გრინვუდს „ხეტაფესთან“ მატჩის დროს ერთ-ერთ ეპიზოდში „სექსუალური მოძალადე" უწოდა.

„ხეტაფემ" ლა ლიგის მატჩის დელეგატს სთხოვა, რომ ბელინგემის სიტყვები პროტოკოლში ჩაეწერა, იუწყება As-ი Cadena SER-ზე დაყრდნობით. კლუბი აანალიზებს ვიდეოს, მაგრამ საჩივრის შეტანას არ აპირებს.

„ხეტაფეს“ სურს, რომ ბელინგემის მიერ გრინვუდის სავარაუდო შეურაცხყოფა გამოიძიონ, ლა ლიგამ გადახედოს კადრებს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

Marca-ს ცნობით, თუ ბელინგემს ამ ფრაზის გრინვუდის მისამართით წარმოთქმა დაუდასტურდა, დიდი შანსია ინგლისელი დაისაჯოს და რამდენიმე მატჩიც გამოტოვს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში გრინვუდი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შიდა პატიმრობაში ყოფნის შემდეგ, დაზარალებულმა გოგომ სარჩელი უკან გაიტანა, ინგლისელ ფეხბურთელს კი ყველა ბრალდება მოუხსნეს და მან საფეხბურთო კარიერის განახლების უფლებაც მიიღო.

2023 წლის თებერვლის დასაწყისში, მანჩესტერის პოლიციამ გამოაცხადა, რომ გრინვუდი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებისგან გაათავისუფლეს. ზაფხულში ფეხბურთელს და გოგონას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შვილი შეეძინათ.

2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ხეტაფეში" იჯარით გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი