ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ნადირაძე, თენგო ზირაქაშვილი
Aa
Aa

წარუმატებელი დღე - სარდალაშვილი და ზირაქაშვილი უმედლოდ დარჩნენ

ძიუდოში, პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილისა (-60 კგ.) და თენგო ზირაქაშვილის (-66) გამოსვლა წარუმატებელი იყო. მათ გარდა ლაშა ნადირაძესა (-66 კგ.) და ლუხუმ ჩხვიმიანს (-60 კგ.) უნდა ეასპარეზათ, თუმცა ტატამზე არ გამოცხადდნენ.

სარდალაშვილმა ერთი წრე გაიარა, ვიეტნამელი დუკ დატ ჩუ ვაზარით დაამარცხა, მერვედფინალში უკრაინელ არტიომ ლესიუკს დაუპირისპირდა, შეხვედრა დამატებით დროში ვაზარით დათმო. რაც შეეხება ზირაქაშვილს, მან პირველივე შეხვედრა დათმო, კუბელი ორლანდო პოლანკოს ბარიერი ვერ დაძლია.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით გიორგი ჩიხელიძე (73 კგ.), დიმიტრი გოჩილაიძე (- 81კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (- 81კგ.) გამოსვლას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, 2023 წელს პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები