გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მცირე სათამაშო დრო - აბუაშვილმა რუმინული პეტროლული დატოვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა რუმინული „პეტროლული’’ დატოვა. მხარეებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

შემტევი ნახევარმცველი რუმინულ კლუბში გასულ ზაფხულში გადავიდა, თუმცა „პეტროლულში’’ ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რუმინეთის ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა, საერთო ჯამში მოედანზე 37 წუთი გაატარა. ასევე, გიორგიმ რუმინეთის თასზე ორ მატჩში 1 გოლი შეაგდო, ეს მისი გამორჩეული მატჩია მის ხანმოკლე რუმინულ კარიერაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში გიორგი აბუაშვილი თბილისის „დინამოდან'' „პორტუში'' გადავიდა, თუმცა პორტუგალიურ კლუბში გატარებული პერიოდი წარუმატებელი იყო, გასულ ზაფხულში „პორტუ'' დატოვა და კარიერა „პეტროლულს'' დაუკავშირა.

ამჟამად, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და მალე კარიერას სხვა უცხოურ კლუბში გააგრძელებს, რამდენიმე წინადადებას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები