ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ჟულიენ ბიი
Aa
Aa

ბურთს კარგავდა და არ იბრძოდა - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილს აკრიტიკებს

ფრანგი ჟურნალისტი ჟულიან ბიი, რომელიც „ბორდოს’’ თამაშებზე მუშაობს, „ანჟერთან'' მატჩში ზურიკო დავითაშვილის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ გოლის მომენტში ითამაშა კარგად, სხვა შემთხვევებში ზურიკოს თამაში წარუმატებელი იყო.

ჟულიენ ბიი დავითაშვილზე: „მისი თამაში არ მომეწონა, რაც განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. მართალია გოლი გაიტანა, მაგრამ ბურთს კარგავდა, არ იბრძოდა. უკმაყოფილებას თანაგუნდელებისა და არბიტრის მიმართ გამოხატავდა. ერთ მომენტში მწვრთნელის მიმართაც გამოთქვა ჩივილი. გულწრფელად რომ გითხრათ, მისი თამაში არ მომეწონა, უფრო მეტი უნდა გააკეთოს, თუმცა ვიყვირე როცა გოლი გაიტანა, ბედნიერი ვიყავი, ამ მომენტში სრულყოფილი იყო, თუმცა ფაქტია, გოლის გატანის გარდა არაფერი გამოუვიდა, გოლის მომენტის გარდა ცუდად ითამაშა’’.

22 წლის ზურიკო დავითაშვილმა 11-მატჩიანი უგოლო სერია „ანჟერთან'' დაასრულა, მისი გოლით „ბორდომ'' შინ ჩემპიონატის ლიდერი 1:0 დაამარცხა (იხილეთ). ზურიკომ სასტარტოში ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს და მის აქტივში მხოლოდ 18 პასია, მათგან 12 ზუსტი იყო, 6 არაზუსტი. გარდა ამისა, მინდორზე 8 ორთაბრძოლიდან 2 მოიგო, თუმცა მეორე სართულზე 2-დან ორივე დუელში გამარჯვებული გამოვიდა. ბურთი 13-ჯერ დაკარგა. ასევე, დრიბლინგის 4 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ 1 იყო. რომ არა გოლი, შემტევი ფეხბურთელისთვის სტატისტიკა ნამდვილად ცუდია და ჟულიენ ბიის მოსაზრებას საფუძველი აქვს.

ამ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ის 21 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ლიგა 2-ში „ბორდო'' 28 ქულით მე-13 ადგილზეა, შემდეგ ტურში მე-15 ადგილზე მყოფ „ტრუას' ესტუმრება (3 თებერვალი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები