კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ემერიკ ლაპორტი, ანდერსონ ტალისკა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი | ალ-ნასრიმ ინტერ მაიამი 6:0 გაანადგურა

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ამხანაგურ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, მესისა და რონალდუს შეხვედრა ვერ ვიხილეთ, რადგან პორტუგალიელმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, არგენტინელი კი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მატჩის მესამე წუთზე, მარსელო ბროზოვიჩის გადაცემით ოტავიომ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0.

მე-10 წუთზე, „ალ-ნასრის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თავი ანდერსონ ტალისკამ გამოიჩინა - 2:0.

მე-12 წუთზე, ემერიკ ლაპორტმა საოცარი გოლი გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარი მოედნიდან ჯარიმა დაარტყა, რომელიც ზუსტად კარში გაუშვა და „ალ-ნასრიმ“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.

შეხვედრის 51-ე წუთზე, ტალისკამ პენალტი გაიტანა, 68-ე წუთზე, მოჰამედ მარანი გამოირჩა, ხოლო საბოლოო ანგარიში იმავე ტალისკამ დააფიქსირა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

კრიშტიანუ მატჩს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. „ლა პულგამ“ კი 83-ე წუთზე კამპანა ჩაანაცვლა და მცირე სათამაშო დრო მიიღო. საინტერესოა, რომ მესის კუნთი აწუხებდა და იწერებოდა, რომ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მაგრამ ბოლო წამებში ვითარება შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უოტფორდში საოცარი გარემოა, ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები“ | ჩაკვეტაძის ინტერვიუ
„უოტფორდში საოცარი გარემოა, ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები“ | ჩაკვეტაძის ინტერვიუ