გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„უოტფორდში საოცარი გარემოა, ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები“ | ჩაკვეტაძის ინტერვიუ

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი გამოისყიდა და მასთან 2027 წლის ივნისამდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, „ჩაკვე“ „კრაზანების“ ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბში დარჩენით ბედნიერია.

„მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ უოტფორდთან ეს ხელშეკრულება გავაფორმე. აქ ყველაფერს შევეჩვიე: თანაგუნდელებს, კლუბის მომსახურე პერსონალს, საოცარ გულშემატკივრებს... მიხარია, რომ უოტფორდის ნაწილი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს და განვითარებისთვისა და ფეხბურთით სიამოვნების მიღებისთვის საოცარი გარემოა.

სხვა ქვეყანაში გადასვლა შესაძლოა, არაკომფორტული აღმოჩნდეს, მაგრამ აქ ყველაფერს სწრაფად შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბევრი გამოწვევა გველოდება, რომლებიც ერთად უნდა გადავლახოთ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურებაა. ეს ყველას გვინდა. ფეხბურთელებითა და მწვრთნელებით დაწყებული, ქომაგებით დამთავრებული.

მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ და მიხარია, რომ უოტფორდსაც ასეთი მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის ვცდილობთ, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ და ჩვენთვის სხვა რეზულტატი დამაკმაყოფილებელი არაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმი მოვითხოვოთ და მიზნის მისაღწევად ძალები არ დავზოგოთ.

მინდა, უოტფორდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და დაფასების გამო, მადლობა გადავუხადო. პირველი თამაშის შემდეგ, მათგან დიდი სიყვარული მივიღე და მიხარია, რომ ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება, რაც სიმშვიდის გრძნობას მიძლიერებს და თვითრწმენას მიზრდის. მინდა, მათთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმო და საოცარი მომენტები შევქმნა. ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგანან და ერთი დიდი ოჯახი ვართ. წარმატების მიღწევა თუ გინდა, ასეთი გარემო უმნიშვნელოვანესია“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“