გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ოფიციალურად | უოტფორდმა ჩაკვეტაძე გამოისყიდა

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი გამოისყიდა. „კრაზანებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და სოციალურ ქსელებში დაადასტურეს ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

„უოტფორდი ჩემი სახლია. ვამაყობ, რომ საქართველოს დროშას ვაფრიალებ. მოდით, წინსვლა განვაგრძოთ და 2027 წლამდე აქ ვრჩები", - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ინგლისურ კლუბში ჩაკვეტაძისადმი ნდობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ, „შეფილდის“ წინააღმდეგაც ითამაშა და მნიშვნელოვანია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები